|
2018-03-15 10:56:04, 1957 ნახვა
სამართალი
წალენჯიხაში ფიცრის შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი აცხადებს, რომ მძღოლმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში შეჩერებული ავტომობილის ძარაზე, საფუძვლიანი დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა 4.3 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და ძელაკი, რომელიც შენიღბულად იყო განთავსებული კაბინის უკანა მხარეს და ძარის ჭერის მთლიან სიგრძეზე. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება", - განაცხადა მან.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)