22:59 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 20:23:51, 1613 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის

„Check-in Georgia-ს პროექტი მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check in Georgia -ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი ბიზნესის გარდა, წლევანდელ პროექტში ჩაერთვებიან მცირე მეწარმეებიც.

„მიხარია, რომ Check-in Georgia ჩვენმა ბიზნესმა საკუთარ დღის წესრიგში მონიშნა. ადგილობრივი მეწარმეობისთვის ეს ახალი სტიმული და განვითარების რეალური შანსია. პროექტის კალენდარი ღონისძიებებით მაქსიმალურადაა დატვირთული, ეს ნიშნავს ბიზნესისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა-რეალიზაციის მეტ შესაძლებლობებს, გაზრდილ შემოსავალს, მეტ დასაქმებულ ადამიანს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, Check-in Georgia -ს პროექტის ფარგლებში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ბიზნესს შეუძლია იპოვოს საკუთარი სეგმენტი, აითვისოს მისთვის საინტერესო სივრცე, მოახდინოს პროდუქციისა და მომსახურების დივერსიფიკაცია.

 „როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია ბიზნესის თავისუფლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში, ამას ვადასტურებთ იმ რეფორმებით, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით ხორციელდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 Check in Georgia-ს წლევანდელი პროექტის ფარგლებში ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics