|
2018-03-14 14:15:54, 1541 ნახვა
ეკონომიკა
2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით 10 უმსხვილესი კომპანია გამოვლინდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ბრუნვის მიხედვით „ტოპ ათი" კომპანიის ნუსხა გამოაქვეყნა. ესენი არიან: სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, შპს მტკვარი ჰოლდინგი, ენკაინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში, სს მეტრო ავრასია ჯორჯია, სს ენერგო-პრო ჯორჯია, ბი-ფი ჯგუფი, შპს მაგთიკომი, აიდიესბორჯომი საქართველო (შპს აიდიეს ბორჯომი, ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი) და შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოცულობის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა - „საქსტატის" მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა. ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შემოტანას ქვეყანაში, ზრდის პროდუქტიულობის დონეს დაპოზიტიურად აისახება ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე. მისი შეფასებით, ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების ზრდა მიანიშნებს პირდაპირიუცხოური ინვესტიციების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე, რაც სამომავლოდ ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კიდევ უფროპოზიტიურ გავლენას განაპირობებს. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)