|
2018-03-13 13:59:25, 1551 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: უმცირესობისთვის პრინციპული საკითხია, ამღვრეულ წყალში პოლიტიკური სიმძიმის თევზი დაიჭიროს
"საპარლამენტო უმცირესობისთვის არავითარი საკითხი პრინციპული არ არსებობს, გარდა იმისა, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოახდინოს ხელისუფლების და იქნებ ამ ამღვრეულ წყალში რაიმე პოლიტიკური მბიშვნელობის, სიმძიმის თევზი დაიჭიროს", - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ "ექსპრესნიუსის" შეკითხვას, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ უმცირესობა და უმრავლესობა რეზოლუციის ერთიან დოკუმენტზე შეთანხმდენ მაშინ, როცა "ევროპული საქართველისთვის" პრინციპულად მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და სანქციების შემოღება. ვოლსკის განმარტებით, მმართველი გუნდი მუშაობს ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხებზე გაცილებით უფრო ინტენსიურად, ვიდრე ეს შეიძლება გარედან ჩანდეს. "მუშაობა მიმდინარეობს.ვფიქრობ, გარკვეულ შედეგსაც მიბაღწიეთ,როცა დატყვევებული ადამიანები გადმოეცა საქართველოს ხელისუფლებას.ეს მცირე ნაწილია იმ ძალისხმევისა, რასაც საქართვრლოს ხელისუფლება მიმართავს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)