|
2018-03-13 12:55:17, 1679 ნახვა
სამართალი
GDI „ბირჟა მაფიის“ საქმეზე მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს
GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) „ბირჟა მაფიის" საქმეზე, გიორგი ქებურიასთვის სახელმწიფოს მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ გიორგი ქებურიას ზიანის ანაზღაურების მიზნით, 36 920 ლარი უნდა გადაუხადოს. "გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავება საეჭვოდ დაემთხვა მათი ახალი მუსიკალური კლიპის გასაჯაროებას, სადაც ავტორები პოლიციას ასარჟებდნენ. ამ გარემოებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ დაკავება მუსიკოსების სადამსჯელო ღონისძიება უფრო იყო, ვიდრე მათ მიმართწარმოებული სამართლებრივი პროცედურა. 2017 წლის 15 დეკემბერს კი,ქ. თბილისისპროკურატურამ გიორგი ქებურიას მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა. GDI-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ქებურიას უნდა აუნაზღაუროს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი ჯამში 36 920 ლარის ოდენობით. გარდა ზიანის ანაზღაურებისა, აღნიშნული სამართლწარმოება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზრდას. GDI გიორგი ქებურიას ინტერესებს იცავს პროექტ „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმეობის გზით". პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)