02:45 - 14 Aug, 2026
|
2018-03-12 11:20:05, 935 ნახვა
რეგიონი
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს. „საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)