02:46 - 14 Aug, 2026
|
2018-03-10 11:00:36, 1363 ნახვა
რეგიონი
შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შიდა ქართლში დოესის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხისა და შიდა სამეურნეო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფილტრაციული დანაკარგების შესამცირებლად არხზე ეწყობა მონოლითური ბეტონი, მონტაჟდება ჩამქრობი და გამანაწილებელი ჭები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი გახდება 275 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღდგენილი საირიგაციო სისტემით კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის (ზემო ხანდაკი, დოესი, თელიანი და სოფელ ხოვლეს) მოსახლეობა ისარგებლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. პროექტი 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)