|
2018-03-07 17:31:44, 2671 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ამერიკული მხარე კომერციული ატაშეს რეფორმის განხორციელებაში დაგვეხმარება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, როგორ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების, აგრეთვე ენერგეტიკის და სხვა სექტორებში. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ გამოხატა მზაობა, მხარი დაუჭიროს იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ახორციელებს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის, საპენსიო და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებზე. ასევე საუბარი წარიმართა კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე, რომლის ამოქმედებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. „ჩვენ მივიღეთ დაპირება ამერიკული მხარისგან, რომ მაქსიმალურად მხარს დაგვიჭერს ამ რეფორმის წარმატებულად გატარებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკული მხარის გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებაზე ინოვაციებისა და სტარტაპების ნაწილში. „ამ კუთხით, ჩვენ ისინი ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და ეს მხარდაჭერა უფრო მეტად გაძლიერდება“, - აღნიშნა გენადი არველაძემ. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განხილული იყო რეფორმები, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო მისიების გაგრძელებაზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის მხრიდან წარმატებით ხორციელდება. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)