01:34 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 16:01:06, 1286 ნახვა

კომენტარი
ხუნდაძე: ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებილი, პოლიტიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი თამამი განცხადებები ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

"ძნელია გააკეთო პოლიტიკური განცხადება მაშინ, როდესაც მშობლებმა დღემდე ვერ შეძლეს საკუთარი შვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის დატირება. ასევე ძნელია განცდა, იყო ხელისუფალი და ამ სურათს  უყურებდე, მაგრამ ეს მწარე რეალობაა და ასეთ რეალობაში გვიწევს სამწუხაროდ ცხოვრება.

მაგრამ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, რადგან ეს შეცდომა კიდევ უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს და საბედისწეროც. საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშირისო თანამეგობრობისგან.მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებილი, პოლიტიკური კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი თამამი განცხადებები ოკუპანტი სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ყოველთვის იქნება საქართველოს შემადგენლობაში.რამდენჯერაც არ უნდა გამოიწვიონ ჩვენი საზოგადოების ემოციური აფეთქება, საქართველოს თითოეული მოქალაქის მთავარი მიზანი, რომ დღემდე ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო აუცილებლად იქნება დაბრუნებული საქართველოს იურისდიქციაში.

ჩვენს ნერვებზე თამაში რუსეთის მხრიდან ახალი კონფლიქტის პროვოცირებაა. მსურს მოვუწოდო საზოგადოებას, დღეს ამ ტკივილის მოსმენა ჩვენი ღირსების შელახვა არ არის, ჩვენი კიდევ უფრო დიდი ღირსება და წინდახედულობაა, რადგან მხოლოდ გონივრული მოქმედებებით შეიძლება იქნას მიღწეული სასურველი შედეგი",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ .





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics