20:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 14:55:24, 1558 ნახვა

კომენტარი
საფრანგეთის ელჩი - სამწუხაროდ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდას ეხმაურება.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი ქართულ მხარესთან ერთად აღნიშნულ საკითხზე უკვე მუშაობს.

"საფრანგეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას, თუმცა გერმანიის და საფრანგეთის შეშფოთების მთავარი მიზეზი არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანდათან იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში, თუმცა ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ისინი მოაგვარებენ არსებულ პრობლემას. სამწუხაროდ ნოემბრის თვიდან საგრძნობლად მოიმატა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ და ორგანიზებულ კრიმინალთა რიცხვმა. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად, რომ გავაძლიეროთ კონტროლი", - განაცხადა პასკალ მენიემ.

ცნობისთვის, ამავე საკითხზე დღეს განცხადება გერმანიის საელჩომაც გაავრცელა. საელჩოს ინფორმაციი, მხოლოდ იანვარში, 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან თითქმის 100%-მა უარი მიიღო. ამავე განცხადების თანახმად, პირებს, რომლებსაც თავშესაფართზე უარი ეთქვათ, გერმანია შენგენის ზონაში შესვლას რამდენიმე წლით აუკრძალავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics