00:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:29:12, 1472 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე კონსულტაციები გაიმართა, სავარაუდოდ მოვახერხებთ საერთო დოკუმენტზე შეჯერებას

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განმარტებით, თუ საპარლამენტო უმრავლესობის რეზოლუციის ფარგლებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნება და დამნაშავეებზე სანქციები გავრცელდება, "ევროპული საქართველო მზადაა" ამ რეზოლუციას მხარი დაუჭიროს. 

„ჩვენი ამოცანაა რომ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი, სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამისთვის ჩვენ მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა პირველი რაუნდი კონსულტაციის უმრავლესობასთან და ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან განწყობაც შესაბამისია და სავარაუდოდ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას . ეს კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომავალი დღეების განმავლობაში. ამ კონსულტაციაზე ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო  ოპოზიციურ პარტიებთანაც, ვინაიდან ეს შემთხვევა, ტატუნაშვილის მკვლელობა  და ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები არ გახლავთ პარტიული თემა. ეს არის ის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გასცეს ღირსეული პასუხი.“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, "ევროპულმა საქართველომ" ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნაზე, "ქართული ოცნების" უმრავლესობასთან კონსულტაციების პირველი ეტაპი გამართა. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტში ორი რეზოლუციაა დარეგისტრირებული. ერთის ავტორი "ევროპული საქართველოა" და ის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნას, ამ სიაში კი იმ ბრალდებულების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში. "ევროპული საქართველოს" ინიციატივით ამ ადამიანებს საერთაშორისო სანქციები უნდა შეეხოთ. პარლამენტში დარეგისტრირებულია ხელისუფლების რეზოლუციის პროექტიც, რომელიც ჯერჯერობით არ ითვალისწინებს კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენასა და მათზე სანქციების გავრცელებას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics