|
2018-03-05 17:29:11, 1933 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გახსნა, სადაც საგზაო უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, რომელიც 7 მარტამდე გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სახელმწიფო დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა), მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და აზიის განვითარების ბანკი (ADB). გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების მიზანს წარმოადგენს ქვეყნებს შორის საერთაშორისო და რეგიონალური პრაქტიკის გაზიარება, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი გამოწვევების განხილვა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სრულყოფილი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციების შემუშავება და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გაანალიზება, თითოეული სამუშაო ჯგუფისთვის გასატარებელი კონკრეტული აქტივობების პროგრამის მიღება და საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების იდენტიფიცირება. საგზაო უსაფრთხოების რეგიონალურ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის პანელის სამდივნოს ფარგლებში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით, კოორდინაციას უწევს მსოფლიო ბანკი. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მასპინძლობს (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)