|
2018-03-05 12:42:17, 1410 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენი ნატვრაა, საქართველოში განათლებულმა ახალგაზრდებმა რეგიონულ განვითარებას ხელი შეუწყონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი ხედვა წარადგინა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: „პირველი ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება, მეორე - თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწილება. და მესამე - თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უმაღლეს სტანდარტებს. მეგობრებო, ამ რეფორმის სულისკვეთებას ყველა მაქსიმალურად უნდა ვიზიარებდეთ, რადგან ვთვლი, რომ ეს რეფორმა ყველამ, ერთობლოვად უნდა გავაკეთოთ და მე დიდი სურვილი მაქვს, გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტის ყველა წარმომადგენელთან, სამოქალაქო სექტორის მაქსიმალურად ფართო ჩართულობა იყოს რეფორმის განხორციელების პროცესში, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ რეფორმის მიზანი რეგიონებში გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება და გადაწყვეტილების აღსრულებისთვის რესურსი უნდა იყოს. „დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ამ რეფორმას, ამ რეფორმის მიზანი უნდა იყოს ის, რომ რეგიონებში იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება, ისე რესურსი ამ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ჩვენი ნატვრა იქნება ის, რომ საქართველოში საუკეთესო განათლების მქონე ახალგაზრდებს ჰქონდეთ პირდაპირ სურვილი მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებებში და ჰქონდეთ მოტივაცია, რომ რეგიონულ განვითარებას შეუწყონ ხელი პირველ რიგში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)