03:54 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 21:41:44, 2093 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადას, თუ როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახთან გადასვენება. როგორც გახარიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "ახალი კვირა" განმარტა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მოკლე დროში დადგეს. გახარია ასევე მადლობას უხდის უწმინდესს, რომ ამ საქმეში ჩაერთო და მიიჩნევს, რომ მისი ეს ნაბიჯი დროული იყო. "დიდ იმედს ვამყარებთ მის ჩართულობაში",-აღნიშნავს მინისტრი. გახარია ასევე გამოეხმაურა განცხადებებს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ოჯახი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზარალებული, ყველაზე გაგებით ეკიდება მიმდინარე პროცესებს. "ყველაზე ტრაგიკულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი ყველაზე დიდი თვითშეგნებით ეკიდება ამ ყველაფერს.არსებობენ სამწუხაროდ ადამიანები,  რომლებიც  გარკვეულ პოლიტიკურ ელფერს სძენენ მას",-ამბობს გახარია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics