|
2018-03-03 11:34:52, 2384 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრომ ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში დაიწყო
მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში შემუშავებული საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში დაიწყო. პირველი შეხვედრა ქვემო ქართლში, მარნეული მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღების შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. მცირე ბიზნესად ჩაითვლებიან მეწარმეები, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური 1%-იანი ბრუნვის გადასახადით. გადასახადის დეკლარირება და გადახდა მოხდება ყოველთვიურად, უქმდება მიმდინარე (ე.წ. „საავანსო“) გადასახდელები. შენარჩუნდება საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოების ვალდებულება. მცირე ბიზნესი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში გამოიყენებს სასაქონლო ზედნადებს, ასევე შენარჩუნდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება. მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების საფუძველი აღარ იქნება მისი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ფაქტი. ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირდება. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. მარნეულში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაესწრნენ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)