|
2018-03-02 11:26:25, 1546 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე უფრო ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი შესთავაზა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა. ასევე, ისაუბრა იმ ხარვეზებზე, რასაც სახალხო დამცველი პროკურატურის მუშაობაში ხედავს. „ნინო ლომჯარიამ მთავარ პროკურორს განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე უფრო ეფექტური თანამშრომლობის ფორმატი შესთავაზა, სადაც სახალხო დამცველს გამოძიების მსვლელობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. მთავარმა პროკურორმა სახალხო დამცველთან მჭიდრო თანამშრომლობის და კომუნიკაციის მზაობა დაადასტურა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია მერებაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია“,-აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)