|
2018-03-01 17:12:46, 751 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის ბაღს სტუმრობდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჭვანის ბაგა-ბაღებს სტუმრობდა, სადაც არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დასაქმებულებს გაესაუბრა და ბაღში საჭიროებების შესახებ ინფორმაციები პირადად მოისმინა. ჭვანის ბაღს 2016 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სააღმზრდელო დაწესებულება პირველი სართულიდან, მეორე სართულზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, სრულად შეიცვალა კარ–ფანჯარა და იატაკი, მოპირკეთდა გარე ფასადი.
ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოებით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა. ჭვანის სააღმზრდელო დაწესებულებაში 2 შერეული ასაკის ჯგუფი ფუნქციონირებს, დასაქმებულია 12 ადგილობრივი. დღეის მდგომარეობით შუახევში 10 ბაგა-ბაღია მოქმედი. მიმდინარე წელს დაგეგმილია ხაბელაშვილების და ბუთურაულის ბაღების მშენებლობა, მახალაკიძეების ბაღის რეაბილიტაცია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)