|
2018-03-01 13:52:36, 1667 ნახვა
პოლიტიკა
დე-ფაქტო საგარეო უწყება - ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოჰყვა, საქართველოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც "განცხადებაშია" აღნიშნული, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არავინ იყო დაინტერესებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებით. "ბოლო დროის განმავლობაში ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო იძაბება. ამასობაში არავინ აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ტატუნაშვილმა კონვოის ერთ-ერთ წევრს წაართვა იარაღი და გასროლის განხორციელება სცადა, ხოლო სამართალდამცველებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს. ლოგიკურია, რომ ცხინვალში არავინ იყო დაინტერესებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებით, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ბრალეულობა. ყოველ შემთხვევაში ყველა კომპეტენტური ორგანო მუშაობს იმისათის, რომ შეიქმნას სრული სურათი განვითარებული მოვლენებისა და დადგინდეს ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზი, რის შემდეგაც მის ცხედარს ოჯახს გადასცემენ. თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ მომხდარმა საქართველოში ძალიან წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვია და აჩვენა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიტუაციის საღად შეფასებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი ურცხვად იყენებს ამ საკმაოდ მგრძნობიარე თემას საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად“, - წერია განცხადებაში. დე-ფაქტო საგარეო უწყების "განცხადებით", "ეს ყველაფერი საქართველოს მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აგრესიულ რევანშიზმზე მიუთითებს". „ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში დაბრუნდა დავიწყებული ექსტრიმისტული მოწოდებები, რომელიც აგრესიულ რევანშიზმზე მიუთითებს. მიმდინარე მოვლენებს ვაფასებთ, როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოების მდგომარეობის ობიექტურ მაჩვენებელს და სამხრეთ ოსეთისადმი მათ რეალურ განწყობას. გაჩაღებულმა ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ტატუნაშვილის საქმემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დღეს საქართველოში კეტავენ გზებს, ღიად ემუქრებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და აგრძელებენ რუსეთის მისამართით აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებების წაყენებას“, - ნათქვამია "განცხადებაში".
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)