|
2018-03-01 11:18:59, 1836 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე საუბრობენ
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იწყებს კამპანიას "მინდა ვენდო სასამართლოს". კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და მართლმსაჯულების წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრეს. "მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის თითოელ ეტაპზე , რჩება განცდა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გავლენიანი ჯგუფის მიმართ კანდიდატების ლოიალობას და სავარაუდო ნეპოტიზმს ეფუძნება.არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბჭო მის ხელთ არსებულ უფლებამოსილებებს და საკანონმდებლო ხარვეზებს განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების სისტემიდან განსადევნად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს.ასეთ ვითარებაში მოსამართლეები ერიდებიან კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას სასამართლოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ირაკლი შავაძის ირგვლოვ განვითარებული მოვლენები ამის დადასტურებაა",-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 2011 წელს შეიქმნა და 36 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)