|
2018-02-28 22:58:47, 1937 ნახვა
სამართალი
შსს - ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ავთანდილ გალდავას განცხადებით, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. "დღეს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება 2 ფაქტზე დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ. სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს", - აცხადებს ავთანდილ გალდავა. ცნობისთვის, ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ისევ ვერ დამტკიცდა, აღნიშნულს საკრებულოში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს, მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)