|
2018-02-28 18:21:16, 2033 ნახვა
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2013 წლიდან ცითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკვეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ზაზა ბაქრაძე ამირან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. „გამოძიებით დგინდება, რომ 2004 წელს 24 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მოხმდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა. 2004 წელს ზაზა ბაქრაძე შსს-ში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.იგი თბილისის მათავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო“,-აცხადებენ შსს-ში. ზაზა ბქარაძეს 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარწედგინა, რის საფუძველზეც მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. მას ბრალად ცეცხლასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)