22:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 16:59:26, 1978 ნახვა

სამართალი
ბარათაშვილზე, შენობის ფასადიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად 6 ბავშვი დაშავდა

ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics