00:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 12:41:35, 1614 ნახვა

საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა  1-ლი მარტიდან იკრძალება.

აკრძალულ პერიოდში ნადირობა  500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა  და მოპოვებული ობიექტის კონფისკაციას ითვალისწინებს. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics