00:58 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 18:10:32, 1912 ნახვა

საზოგადოება
„რადიო თავისუფლება“ - ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულებს ახალგორის მილიციის უფროსთან უთანხმოება ჰქონდათ

„რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტის, გოგა აფციაურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს, ახალგორის მილიციის უფროსთან, ალექსანდრე ჯიოევთან უთანხმოება ჰქონდათ.

ამის შესახებ ჟურნალისტმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც აფციაურმა აღნიშნა, ლევან ქუტაშვილს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა, საგუშაგოზე შელაპარაკება მოუვიდა.

"ოჯახიც ადასტურებს, რომ ეს ბიჭები სავაჭრო ურთიერთობაში იყვნენ ახალგროთან და დღეში რამდენჯერმეც გადადიოდნენ ახალგორში. მოგეხსენებათ, სადაც სავაჭრო ურთიერთობები და ფული ჩნდება, ჩნდება - კრიმინალიც. ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ასეთი პიროვნება, - ალესანდრე ჯიოევი. ისაა მილიციის განყოფილების უფროსი, რომელსაც ხშირად მიჰყავს ახალგაზრდები ე.წ. ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით და მათზე ძალადობს. ასეთი შემთხვევების შესახებ ახალგორელებმაც იციან. 23 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, საგუშაგოზე იყო შელაპარაკება ქუტაშვილსა და იქაური ე.წ. „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებს შორის.  სწორედ ამ პირად დაპირისპირებას მოჰყვა სამეულის დაკავება", - განაცხადა აფციაურმა.

მისივე ინფორმაციით, 23 თებერვალს მოხდა კიდევ ერთი შელაპარაკება, რა დროსაც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს.

"ჯერ ახალგორის განყოფილებაში, - სადაც სავარაუდოდ, მასზე იძალადეს და შემდეგ წაიყვანეს ცხინვალში", - აღნიშნა ჟურნალისტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics