00:06 - 14 Aug, 2026
|
2018-02-27 13:10:05, 739 ნახვა
რეგიონი
შუახევში ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ნიმუშებს შეისწავლიან
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კულტურის ცენტრმა ახალი პროექტის „ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია: მუნიციპალიტეტის დღევანდელ ცოცხალ ყოფაში შემორჩენილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების დაფიქსირება; ხალხური სიმღერის, ზეპირსტიყვიერების, ქორეოგრაფიული ნიმუშებისა და ეთნოგრაფიული მასალების მოძიება; მომღერლების, ლოტბარების, ხალხურმელექსეთა და ავტორ-მთქმელთა შემოქმედების აღწერა-ფიქსაცია.
საექსპედიციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მერიის და კულტურის ცენტრის თანამშრომლები არიან, უკვე იმყოფებოდნენ: ფურტიოში, ბუთურაულში, ნენიაში, დაბაძველში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)