|
2018-02-27 12:43:36, 2129 ნახვა
სამართალი
წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის ჯარიმა იზრდება. კერძოდ კი, წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს 500 ლარიდან 1 000 ლარამდე დაჯარიმებას. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ასევე შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. წვრილმანი ხულიგნობა კანონში განმარტებულია, როგორც საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, ეს 1000-დან 4000 ლარამდე დაჯარიმას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედება 250-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებდა. აღნიშნული ქმედებისთვის ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანია, სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით, ასევე მოქალაქეთა კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)