03:09 - 19 Aug, 2026
|
2018-02-27 12:14:11, 2667 ნახვა
სამართალი
სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს. სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრეები ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. მომხდარის შედეგად, შენობის მეორე და მესამე სართული სრულად განადგურებულია. სულ დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ობიექტის მიმართ გარკვეულ პირებს ინტერესი ჰქონდათ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)