|
2018-02-27 01:39:38, 2065 ნახვა
სამართალი
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებისგან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს "დემირელის" კოლეჯის ყოფილმა მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საჩივარი შეიტანა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იგი ჩივის, რომ თურქეთში მისიექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. "კერძოდ, მისი მტკიცებით, თურქეთშიექსტრადირების შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას. აღნიშნული კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტშიგანიხილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის 19 თებერვლის წერილი უკვე მიაწოდასაქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)