00:06 - 14 Aug, 2026
|
2018-02-26 18:32:08, 1108 ნახვა
რეგიონი
ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით, ნატახტარში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ. ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცნობისთვის, ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)