21:31 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 18:05:52, 2815 ნახვა

მსოფლიო
რუმინეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია გაიმართა

რუმინეთში იუსტიციის მინისტრის ტუდორელ ტოადერის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.

Euronews-ის ინფორმაციით, საპროტესტო ტალღის მიზეზი, მინისტრის მიერ კორუფციულ საქმეებზე მომუშავე მთავარი პროკურორის ლაურა კოვეშის გათავისუფლების გეგმა გახდა. 

22 თებერვალს, ტოადერმა პრეზიდენტს ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელის, ლაურა კოვეშის გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

მინისტრმა მიზეზად პროკურორის მიერ უფლებამოსულების გადამეტება და კონსტიტუციის დარღვევა დაასახელა.  მანამდე იუსტიციის მინისტრმა კოვეში თვითნებობასა და პარლამენტისადმი უპატივცემულობაში და ასევე კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

 რუმინეთში მთავარი პროკურორების გათავისუფლების გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მხარი დაუჭირა ლაურა კოვეშის და გააკრიტიკა იუსტიციის მინისტრი ტუდორელ ტოადერი, რომელმაც, პრეზიდენტის თქმით, პროკურორის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საფუძვლიანი არგუმენტები ვერ წარადგინა.

საპროტესტო აქციები ბუქარესტსა და სხვა უმსხვილეს ქალაქებში გაიმართა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics