|
2018-02-26 17:12:20, 3211 ნახვა
რეგიონი
ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხს განიხილავდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადა. ე.წ. ხელისუფლების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით სიღრმისეული ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც მათ რუსეთის საექსპერტო ბიუროს მიმართეს. აღნიშნულ პროცესს კი, მათივე თქმით, რამდენიმე დღე დასჭირდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის კახა ქემოკლიძის განცხადებით, "ის რაც ტატუნაშილთაან დაკავშირებით ხდება, ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს ცდება. რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ისინი ჯერ კიდევ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)