|
2018-02-26 12:49:19, 1996 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო და მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „სასამართლომ დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ლ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.ბ.-მ 2017 წლის 9 დეკემბერს, ქ.თბილისში, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე დას სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ კი თმებში ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ლ.ბ. 2017 წლის 18 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ბ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)