|
2018-02-26 12:49:34, 1931 ნახვა
სამართალი
ტატუნაშვილის ოჯახი შიშობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადმოსვენების პროცედურას განგებ აყოვნებს
ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი შიშობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გადმოსვენების პროცედურას განგებ აყოვნებს, რათა რეალური ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი გახდეს. გარდაცვლილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, მისი შვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოკლეს. „ჩემი ვარაუდი ის არის, რომ ჩემი შვილი მოკლულია. აქვე დაადეს ხელზე ბორკილები, ახალგორში და ისე წაიყვანეს. სავარაუდოდ, გზაში მოხდა შეხლა-შემოხლა, არც ეს არის გამორიცხული, რომ ბოღმისგან გული გაუსკდა. იმიტომ, რომ ბორკილები დადებული ჰქონდა, ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო და რომ ვერაფერი გააკეთა, ეს იყო მისთვის შეურაცხყოფა. არ ვიცი, აქ ხომ ჩააუტარდება ექსპერტიზა და ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა გიორგი ტატუნაშვილმა. მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება სავარაუდოდ დღეს მოხდება. "იქაურებთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. ჩვენი უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა დაირეკეს და სავარაუდოდ დღეს მოხდება გადმოსვენება", - დასძინა ტატუნაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)