2018-02-26 10:55:03, 2509 ნახვა
მსოფლიო
ბარსელონაში მეფის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 19 ადამიანი დაშავდა
ბარსელონაში ესპანეთის მეფის ფელიპე VI-ის ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მონარქი ბარსელონაში Mobile World Congress 2018-ის გახსნაზე ჩავიდა.
საპროტესტო აქცია, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა, ე.წ „რესპუბლიკის დაცვის კომიტეტმა“ გამართა.
მშვიდობიანი აქცია, საბოლოოდ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. მედიის ცნობით, საავადმყოფოში 19 პირი მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიაში ვადამდელი არჩევნები დანიშნ, რომელიც 21 დეკემბერს ჩატარდა. . აღსანიშნავია, რომ არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც კატალონიაში დამოუკიდებლობის ე.წ რეფერენდუმი ჩატარდა, შემდეგ კი, მადრიდმა კატალონიის მთავრობა გადააყენა.
ავტორი: ,