|
2018-02-24 16:07:21, 2404 ნახვა
სამართალი
გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავს
2001 წელს, მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას ოჯახი პროკურატურას მიმართავს, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადების საფუძველზე ხელახალი გამოძიება დაიწყოს. როგორც სანაიას ძმამ, ჟურნალიტმა ვახო სანაიამ აღნიშნა, გამოძიებამ პატიმრის მიერ ხსენებული ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა დაკითხოს. "ის ლაპარაკობს დეტალებზე და ავითარებს პანკისურ ვერსიას, მათ შორის ვიდეო ფირთან (კასეტასთან) დაკავშირებით. ის პირდაპირ აცხადებს, რომ იცის ვინ იყო ამ საქმის, ამ მკვლელობის ორგანიზატორები. დაასახელა ყოფილი მაღალჩინოსნები. ამბობს, რომ იცის ვინ შეასრულა ეს მკვლელობა და აცხადებს, რომ ეს იყო შოთა ჭიჭიაშვილი. ჩვენ, ოჯახი ვითხოვთ, რომ მოხდეს პორკურატურის მხრიდან ამაზე რეაგირება. ჩვენ არ ვიცით ვინ, რა ინტერესით, რატომ ახლა დაიწყო მან ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არასდროს გავსულვართ სამართლებრივი სივრციდან და არც ახლა გავალთ. ეს ყველაფერი არის გამოძიების გასაკეთებელი", - განაცხადა სანაიამ. ცნობისთვის, დღეს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ და ტელეწამყვანს 43 წელი შეუსრულდებოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)