|
2018-02-23 19:11:05, 2267 ნახვა
სამართალი
თემქაზე 21 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს
თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს, - ამის შესახებ გრიგალაშვილის ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განაცხადა. როგორც ოტიაშვილმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. "ნამდვილად არ არის მის მიერ მოკლული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვინაიდან შეყვარებული იყო - ღამის 4 საათამდე ემესიჯებოდა, სწორედ ამიტომ გაუჩნდა გამოძიებას ეჭვი. შემდეგ ალბათ ზარებიც იყო", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა. ცნობისთვის, ლადო გრიგალაშვილს თემკის დასახლებაში 21 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აღნიშნული ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 21 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. უწყების ცნობით, ეს გოგონას ყოფილი შეყვარებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)