|
2018-02-23 17:53:26, 1849 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი არჩილ ტატუნაშვილზე: სამხედრო, რომელიც იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსენთან შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებით დაიწყო და მას ძალიან სამწუხარო ფაქტი უწოდა. "ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა გლობალურ უსაფრთხოებას, რამდენიმე საათის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. ის იყო ქართველი სამხედრო, რომელიც ემსახურებოდა გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო მისიებში. სამწუხაროდ, ის მოიტაცეს და მოკლეს“,- განაცხადა მარგველაშვილმა. თავის მხრივ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დღეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის აგრესიული ქმედებები, ბორდერიზაციისა და მცოცავი ანექსიის პროცესი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)