|
2018-02-23 11:25:49, 711 ნახვა
რეგიონი
აჭარის დელეგაცია ქალაქ ვროცლავის აფრიკარიუმის მუშაობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ვროცლავის აფრიკარიუმი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სტრუქტურას და ტექნოლოგიას გაეცნენ. კერძოდ, მათ აფრიკარიუმის მესვეურებისგან ობიექტის წყალმომარაგების, წყლის გაწმენდის სისტემებისა და ხელოვნური მიკროკლიმატის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თითქმის ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე წარმოდგენილია აფრიკის კონტინენტის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. 4000-ზე მეტი მცენარე, ეგზოტიკური თევზების სახეობები და ზღვის ცხოველები, რომელთა ნახვაც სპეციალური ტერასებიდან და წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. ოკეანერიუმი 19 აუზისგან შედგება. აქვე მოწყობილია ორი 8 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი. გარდა ამისა, აფრიკარიუმი აღჭურვილია საკონფერენციო და სასწავლო სივრცეებით, სადაც პერიოდულად იმართება სამეცნიერო ლექციები, შეხვედრები თუ ვორქშოპები. აფრიკარიუმის მესვეურებმა გამოთქვეს მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისა ქართველი კოლეგებისადმი. უფრო მეტიც, აჭარის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შეხვედრაზე პოლონურმა მხარემ საინვესტიციო პროექტის ბათუმში შესაძლო განხორციელების გეგმაზეც ისაუბრა. უკვე დაიგეგმა მათი ვიზიტი ჩვენს რეგიონში, რომლის ფარგლებშიც პოლონელი ინვესტორები ვითარებას ადგილზე გაეცნობიან. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)