|
2018-02-23 10:39:01, 1825 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის რაიონულმა სასამართლომ ორსული მეუღლის ცემაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის ცემაში ე.ნ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ რუსთავში, ე.ნ.-მ საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, ორსულ მეუღლეს ყელში წაუჭირა ხელი, წააქცია იატაკზე და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო მრავლობითი დაზიანება და ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ე.ნ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქალაქ რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ) წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 1 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)