|
2018-02-22 17:20:04, 1674 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: ადამიანებს ზეგანაკვეთურ მუშაობას არ უნაზღაურებენ, ისინი კი, სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებენ
„ადამიანებს ზეგანაკვეთური მუშაობა არ უნაზღაურდებათ, ისინი კი ხმას ვერ იღებენ, რადგან სამსახურიდან გაგდების ეშინიათ, ეს იძულებითი შრომაა“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ნაცვლიშვილი ღირსეული შრომითი პირობების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს: „დღემდე არის ყალბი ცნობიერება იმისა, რომ დასაქმებული არის უბრალო ჭანჭიკი, რომელიც როცა გაფუჭდება, ან მოძველდება, შეიძლება გადაადგო, რომ დასაქმებული დოვლათის შექმნის პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს. ამ ლოგიკას ჩვენ სანამ გავაგრძელებთ და გავყვებით, ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება გვექნება ჩვენი თანამოქალაქეების, მშრომელების ღირსეულ შრომის უფლებებზე და პირობებზე. უფლებებზე რატომ ვამახვილებ ყურადღებას. დღეს არის ტრეფიკინგი, არა იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას პასპორტებს პარავენ, სარდაფებში კეტავენ და იქ ამუშავებენ, არამედ ადამიანები ზეგანაკვეთურად მუშაობენ და ეს ზეგანაკვეთური მუშაობა ანაზღაურებული არ არის, რატომ არ არის? იმიტომ, რომ ყველას ეშინია, თუ ის ხმას ამოიღებს ზეგანაკვეთურის მოთხოვნით, მას სამსახურიდან გააგდებენ, ახალს მოიყვანენ, ახალ ჭანჭიკს მოიტანენ და დაამაგრებენ იქ. ეს არ არის იძულებითი შრომა, როდესაც ადამიანი შრომობს და შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს?!“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)