|
2018-02-22 16:28:09, 1788 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო ქართული ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას მოგვცემს
„აჭარა ტექსტილის“ ახალი, უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მოგვცემს საშუალებას მნიშვნელოვნად გავზარდოთ ექსპორტი და შევქმნათ სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ საწარმოში ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. „დღეს ჩვენ გავხსენით უმაღლესი სტანდარტებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. დღეის მდგომარეობით, უკვე 25 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სრულად დასრულებისთვის ასევე განხორციელდება 15 მილიონი ლარის ინვესტიცია. რაც ჯამში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, შარშან საქართველოდან ტექსტილის ექსპორტი 90 მილიონ დოლარამდე იყო, რაც რა თქმა უნდა, არის მზარდი. „ეს არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ფოთში „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი. „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)