|
2018-02-21 17:23:59, 1449 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი ენმ-ს: თქვენ დროს საზმაუ დუმდა, იყო ბრმა და ყრუ
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა "ნაციიონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები "მაუწყებლობის შესახებ" კანონის განხილვის პროცესში გააკრიტიკა. ინაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საზოგადოებრივი მაუწყებელი "ყრუ და ბრმა" იყო. მან უმცირესობის დეპუტატებს მედია ზონდერები უწოდა. "კანონპროექტის ავტორები სხვადასხვა მედია წარმომადგენლებს აფასებდით და ამბობდით, რომ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბრძოლას ატარებენ. იქნებ პროფესიით ჟურნალისტები მალე სახელმწიფოს მტრებად გამოგვაცხადოთ?! ეს ის გზაა, რომელზეც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი იდგა. სააკაშვილის პარტიის წევრები მედიის თავისუფლებაზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ. თქვენი დასაცავი მედია საქართველოს არ ჰყავს. არ სჭირდება მედიას თქვენი დაცვა, იმიტომ, რომ მედია ზონდერები სხედხართ აქ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობიდან", ორივე ფრთას ვგულისხმობ. მე, რომ თქვენ ადგილზე ვიყო გავწითლდებოდა და გავჩუმდებოდი. მაგრამ თქვენ ამდენი სინდისიც არ გყოფნით. საზმაუს მოდელი უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს. მაგრამ ჩვენ ძირითადად ვლაპარაკობთ ფულზე, დაფინანსებაზე და არ ვლაპარაკობთ პრიორიტეტებზე და კონცეფციაზე. ასევე არც იმაზე ვსაუბრობთ თუ რას უნდა სთავაზობდეს ხალხს საზოგადოებრივი მაუწყებელი. სრულიად აცდენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის, სახელმწიფოს, სამშობლოს ინტერესს თქვენი მმართველობის დროს. 26 მაისი იყო, 7 ნოემბერი იყო - ეს ტელევიზია დუმდა, იყო ბრმა და ყრუ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზმაუ არ დარჩეს სიბრმავესა და სიყრუეში", - მიმართა ირმა ინაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)