|
2018-02-20 13:31:19, 1428 ნახვა
საზოგადოება
პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა 22:00 საათიდან მოხდება
თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტს იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს. „იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება საღამოს საათებში მოხდეს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მაქსიმალურად მიაწოდონ. „თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა რაიონებში და არ არის გამორიცხული, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. (NS)
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)