16:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 12:49:54, 1496 ნახვა

კომენტარი
კალაძე გუდიაშვილის სკვერზე: არ დაიჯეროთ, არანაირ ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება

თბილისის მერი კახი კალაძე სიცრუეს უწოდებს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,  ხელშეკრულების გაფორმება ტენდერის გარეშე ხელისუფლებისთვის სასურველ კომპანიასთან იგეგმება.

კალაძის თქმით, საქმე ეხება გამარტივებულ შესყიდვას, რომლის  ფარგლებშიც ხდება რამდენიმე კომპანიის შერჩევა და რომელიმე ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება სიმართლეს არ შეესაბამება:

„ეს არის ტყუილი,არ დაიჯეროთ, არის ძალიან  დიდი სიცრუე, არანაირად ერთ პირთან არ ფორმდება. ეს არის გამარტივებული შესყიდვა. ეს ახალი არ არის და მე არ მომიგონია. გამარტივებული შესყიდვის დროს,  ხდება წინადადების დაგზავნა ბევრ კომპანიასთან,  ასევე სამსახური აკეთებს ექსპერტიზას, თუ რა ფასები უნდა იყოს  დაახლოებით და შესაბამისად ხდება რამოდენიმე კომპანიის შერჩევა. ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება, ვისაც უმუშავია ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციაზე და ა.შ. არანაირ ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება არ ხდება.ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე.დღეს ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში.მაშინ, როდესაც მედია არის თავისუფალი და უამრავი შესაძლებლობებია იმისა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია“,-განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics