|
2018-02-19 18:48:45, 2421 ნახვა
სამართალი
ქალი, რომელმაც ქობულეთში მეუღლე დაჭრა, ბრალს აღიარებს
ქალი, რომელმაც ქობულეთში მეუღლე დაჭრა, ბრალს აღიარებს. როგორც ლ.მ.-მ „კურიერთან“ საუბარში განაცხადა, მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. მისივე თქმით, მან მეუღლეს ჭრილობები სამზარეულოს დანით მიაყენა. „ხელით შემეხო და სასტიკ მდგომარეობაში ჩამაგდო. საერთოდ ჭკუაზე არ ვიყავი. წიხლები მირტყა. გავითიშე, მერე ავდექი და ესეთი ფაქტი მოხდა. კიდევ არ მეგონა დაჭრილი, რომ იყო. მარტო რომ მე მკითხავენ, არ შეიძლება რომ მას არ ჰკითხონ - რატომ გააკეთა ეს შენმა მეუღლემ?!", - განაცხადა ლ.მ.-მ. შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გვიან ღამით, ცოლმა ქმარი დაჭრა. მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)