|
2018-02-19 13:51:04, 4281 ნახვა
სამართალი
მუსტაფა ჩაბუქი სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, საექტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე, 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. თუმცა, პროკურორმა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, ჩაბუქი გასული წლის მაისის შემდეგ უმუშევარია და ოჯახს აღნიშნული ოდენობის თანხა არ გააჩნია. ისინი ჩაბუქის უპირობო გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა თავად მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბუქი საექსტრადიციო პროცედურების ამოწურვამდე 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა. შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება. უცნობია, როდის ჩაინიშნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბუქის ექსტრადიციასთან დაკავშირებით პროცესი. სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, სხდომაზე უნდა განიხილონ დაცვის მხარის წერილობითი პოზიცია ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დაუშვებლობის თაობაზე, შემდეგ კი, მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)