|
2018-02-19 09:40:22, 2014 ნახვა
სამართალი
ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი დღეს განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხზე პროცესი დღეს განახლდება. საქართველოში ჩაბუქის თემაზე ვიზიტად მყოფი კონგრესმენები: პატრისიო რიბოლა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დები როდელა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დევიდ კილგური (ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი) და ვენდი ტეილორი ("Global Youth Food Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი) სასამართლო პროცესს დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენებს რამოდენიმე შეხვედრა აქვთ ჩანიშნული ჩაბუქის თემაზე, მათ შორის შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. კონგრესმენები დედაქალაქს დღეს ღამით დატოვებენ. შეგახსენებთ, გასული წლის 24 მაისს, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მას თურქეთის პროკურატურა ბრალად შეიარაღებული/ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას სდებს, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)