23:12 - 13 Aug, 2026
|
2018-02-16 14:26:14, 938 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის სკოლის პანსიონს ეწვია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად, დაბა შუახევის საჯარო სკოლის პანსიონი დაათვალიერა. მერის პანსიონში არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნო, შეხვდა პედაგოგებსა და დამხმარე პერსონალს, გაესაუბრა პანსიონის მოსწავლეებს. პანსიონი აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საპანსიონო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიხსნა და სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. შენობაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყო სამზარეულო, სველი წერტილები, ექთნის და დამხმარე პერსონალის ოთახები. პროექტის მიხედვით 100 მოსწავლეზე გათვლილ პანსიონში, ამჟამად 33 მოსწავლე ირიცხება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)