|
2018-02-16 13:42:48, 1663 ნახვა
სამართალი
ზაალ ანჯაფარიძე: შსს-ს თანამშრომლობა ევროპულ სამართალდამცველებთან პოზიტიური მოვლენაა
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. მისი თქმით, სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა ევროპულ სამართალდამცველებთან, ევროპული ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა ევროპულ სამართალდამცავ სტრუქტურებთან პოზიტიური მოვლენაა, იმ კუთხით, რომ ჩვენ, ერთად, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვინტეგრირდებით ევროპულ სტრუქტურებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. კარგია, რომ ევროპაში ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ენდობიან და იყენებენ, რაც ბუნებრივია ზრდის თანამშრომლობის ხარისხს და ურთიერთობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებდი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ თავად მინისტრმა და სამინისტრომ სწორი პოზიცია დაიკავა როდესაც ეწინააღმდეგება მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში ლიბერალიზაციის მცდელობებს. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები არის მისასალმებელი”, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ. ცნობისთვის, შსს-მ პარიზში კრიმინალური დაჯგუფების წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 1 კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი, მათ შორის 6 ნარკორეალიზატორი დააკვეს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)