|
2018-02-15 21:22:12, 2000 ნახვა
კომენტარი
გუგეშაშვილის თქმით, პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა
თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა. ამის შესახებ გუგეშაშვილმა ტელეკომპანია "პურველს" განუცხადა. როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, მკვლელი მის სახლში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ”ეს ადამიანი რამდენიმე ხნის წინ გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე. მის ვიღაც ახლობელს კიევში, ერთ-ერთ მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან ომია უკრაინაში, მთხოვა დახმარება, რომ ჩემს რომელიმე ნაცნობს ეს პირი მაღაზიიდან აეროპორტამდე მშვიობიანად მიეცილებინა, თავის ნავაჭრთან ერთად. მე არ ვიცი უკრაინაში შავი ბაზარი, იქ არის მაღაზიები, გამოფენები, სადაც არის ადგილობრივ ნაწარმს ამუშავებენ და ჩვეულებრივად ყიდიან. მე ქარვის ბიზნესთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რამდენადაც ვიცი, ეს ქვა არის ძვირი, ხატები იყიდება ქარვის და მაგის საშუალება არასოდეს მქონია, რომ ჩემი სახსრებით რაიმე მსგავსი შემეძინა. ამ ადამიანმა დაასახელა ჩემი ორი ახლობელი, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაშინაც და მუშაობენ ახლაც, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუმცა არაფერთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვართ გარკვეული სოციალური ჯგუფი ვეტერანების, მრავალათასიანი, და როდესაც ვიღაც ერთმანეთის სახელს ახსენებს, ვცდილობთ სხვანაირი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ. არ გადამიმოწმებია ინფორმაცია. სახელი მითხრა ზურა, რაც შეეხება გვარს, არ უთქვამს, ან მითხრა და არ მახსოვს. იმდენად უმნიშვნელო ტიპი იყო, რომ არც ვიცი გვარი მითხრა თუ არა. სამწუხაროდ არასდროს მიფიქრია სიფრთხილის დაცვაზე და ეს ადამიანი სახლში რამდენჯერმე შევუშვა, რადგან სახლში ყველას ვუშვებ", - განაცხადა გუგეშაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)